L'Equipe-მა აზარს
Aa
Aa

L'Equipe-მა აზარს "რეალის" ფორმა ჩააცვა

პოპულარული ფრანგული გამოცემის, L'Equipe-ის ერთ-ერთი გვერდზე ედენ აზარი მადრიდის "რეალის" ფორმით მოხვდა. ჟურნალის მიმომხილველები აქცენტირებენ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ბელგიელის "სამეფო კლუბში" გადასვლას წინ არაფერი დაუდგება.

როგორც ფრანგული გამოცემა ვარაუდობს, მადრიდელები აზარის სანაცვლოდ დაახლოებით 100 მილიონ ევროს გადაიხდიან, მის ტრანსფერს კი ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ გამოაცხადებენ.

გასულ კვირას ბრიტანული პრესა წერდა, რომ "ჩელსის" თავად აზარმაც მიმართა და გუნდის ხელმძღვანელობას პირობის შესრულება მოსთხოვა. როგორც ირკვევა, გასულ ზაფხულს "არისტოკრატები" ბელგიელს დარჩენას კიდევ 1 წლით სთხოვდნენ, რის შემდეგაც "რეალში" გადასვლაში ხელს აღარ შეუშლიდნენ.

ედენ აზარმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 16 გოლი და 15 ასისტი მიითვალა, იგი "ლურჯების" ღირსებას 2012 წლიდან იცავს, როცა "სტემფორდ ბრიჯზე" ფრანგული "ლილიდან" გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები