ტურეს ახალი გამოწვევა:აფრიკელმა კარიერა დაასრულა
Aa
Aa

ტურეს ახალი გამოწვევა:აფრიკელმა კარიერა დაასრულა

კატალონიის ''ბარსელონასა'' და ''მანჩესტერ სიტის'' ყოფილი ნახევარმცველის, იაია ტურეს აგენტის, დმიტრი სელიუკის განცხადებით იაიამ კარიერა დაასრულა. 35 წლის კოტ-დივუარელი მიზნად მწვრთნელობას ისახავს.

სელიუკი, რომელიც წარსულში ქართველი ფეხბურთელის, გიორგი დემეტრაძის აგენტიც იყო, ტურეს შესახებ რუსულ sport24.ru-ს ესაუბრა.

სელიუკი:''ამ საკითხზე პირველად ვსაუბრობ, იაია ტურემ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. დარწმუნებული ვარ სამწვრთნელო კარიერაში იმაზე მეტს მიაღწევს, რაც ფეხბურთელობის დროს მოახერხა.

რეალურად მისთვის კარიერის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა იყო ''მანჩესტერ სიტიში,'' როცა ინგლისის პრემიერლიგა მოიგო. ტურეს კვლავ შეეძლო პროფესიულ დონეზე ფეხბურთის თამაში, თუმცა მას ახალი გამოწვევა სურდა.

იაია აფრიკული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელია და ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა.

ყველა ფეხბურთელს სურს მაქსიმალურად დიდხანს გაგრძელდეს საფეხბურთო კარიერა, რაც ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის ფიზიკურ კონდიციაზე. ტურე კარიერის გასაგრძელებლად ფიზიკურად მზად იყო, თუმცა ახალი გამოწვევა სურდა.''

ტურე ''ბევერენში,'' დონეცკის ''მეტალურგში,'' პირეოსის ''ოლიმპიაკოსში,'' ''მონაკოში,'' ''ბარსელონასა'' და ''მანჩესტერ სიტიში'' თამაშობდა.

2017-18 წლების სეზონში ტურე ''მანჩესტერ სიტისთან'' ერთად მესამედ გახდა პრემიერლიგის გამარჯვებული. გასული სეზონის დასრულების შემდეგ პირეოსის ''ოლიმპიაკოსში'' გადავიდა, სადაც მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა და კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები