Aa
Aa

გოგა ბითაძეს ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს

საქართველოს ნაკრებისა და სერბული „მეგა ბიმაქსის“ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს ევროლიგის ამომავალი ვარსკლავის ჯილდო გადასცეს.

19 წლის ბითაძემ მონტენეგრული "ბუდუჩნოსტის" მაისურით ევროპული კალათბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 13 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ 12.1 ქულას, 6.4 მოხსნას და 2.3 დაფარებას აგროვებდა. გოგას მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 16.3-ს გაუტოლდა. ბითაძე ბოლო 13 წლის განმავლობაში პირველი ცენტრი გახდა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო დაისაკუთრა.

შეგახსენებთ, რომ გოგა შარშან "მეგა ბიმაქსის" ღირსებას იცავდა, 2018 წლის დეკემბერში კი "ბუდუჩნოსტში" გადავიდა. ამჟამად გოგა კვლავ "მეგა ბიმაქსის" რიგებში ასპარეზობს, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კი NBA-ში წასვლას გეგმავს.

ევროლიგის ამომავალი ვარსკლავის ჯილდო სხვადასხვა წლებში ისეთ კალათბურთელებს აქვთ მოგებული, როგორებიც რუდი ფერნანდესი, დანილო გალინარი, რიკი რუბიო, ბოგდან ბოგდანოვიჩი, ნიკოლა მიროტიჩი, ანდრეა ბარნიანი, ალექს აბრინესი და ლუკა დონჩიჩი არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები