კაჭარავას ტრანსფერი:რუსულმა კლუბმა ქართველი ფორვარდი შეიძინა
Aa
Aa

კაჭარავას ტრანსფერი:რუსულმა კლუბმა ქართველი ფორვარდი შეიძინა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ნიკა კაჭარავა კარიერას მოსკოვის ''სპარტაკში'' გააგრძელებს. კვიპროსული მედიის ცნობით ''ანორთოსისის'' ყოფილმა პრეზიდენტმა ანდრეას პანტელისმა კლუბის დირექტორთა საბჭოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი კლუბს დატოვებს და კარიერას მოსკოვის ''სპარტაკში'' გააგრძელებს.

კვიპროსული მედიის ცნობით კაჭარავას სატრანსფერო თანხა 700 000 ევროს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს ''ანორთოსისის'' გარდა ცხინვალის ''სპარტაკში,'' კვიპროსულ ''ახნსსა'' და პოლონურ ''კორონაში'' უთამაშია. კაჭარავა ფამაგუსტურ კლუბს გასულ ზაფხულში შეუერთდა. 

კაჭარავას რუსეთში კარიერის აწყობის მესამე მცდელობა აქვს. ის ასევე ირიცხებოდა ყაზანის ''რუბინსა'' და ''როსტოვში,'' თუმცა ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა.

ნიკა კაჭარავამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 13 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი სერბეთის ეროვნულ გუნდს შეუგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები