გარსია: კუნდეზე ჯარიმა იყო, მაგრამ მაინც ბევრ გოლს ვუშვებთ, თან მარტივად
„ბარსელონას“ მეკარე ჟოან გარსია მიიჩნევს, რომ „ბლაუგრანამ“ ლა ლიგის მატჩში „ჟირონასთან“ (1:2) გადამწყვეტი გოლი მცველ ჟიულ კუნდეზე თამაშის წესების დარღვევის შემდეგ გაუშვა.
ეპიზოდი VAR-ის მსაჯებმა გადაამოწმეს, თუმცა მთავარი არბიტრი სესარ სოტო გრადო მონიტორთან არ იხმეს. საბოლოოდ, გოლი ჩაითვალა.
????Clear Foul on Kounde ignored by the Referee as Girona makes it 2-1 against Barcelona pic.twitter.com/076MDX5VZc
— Kalshi FC (@KalshiFC) February 16, 2026
„თამაშის დროს კუნდეს ეპიზოდი კარგად არ დამინახავს. მოგვიანებით განმეორება ვნახე და ჩემთვის ეს დარღვევაა. ჟიული ბურთთან პირველი იყო. ვფიქრობ, ეს წესების დარღვევა იყო.
მსაჯი შეიძლება შეცდეს. გასაკვირია, რომ VAR-მა მას ეპიზოდის მონიტორზე სანახავადაც კი არ დაუძახა. ასეთი რამ ხდება. ჩვენ ამას ვერ ვაკონტროლებთ, ამიტომ წინ უნდა ვიაროთ.
მეკარეები ვცდილობთ დარტყმები მოვიგერიოთ. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი კარისკენ იმაზე მეტი დარტყმა განხორციელდა, ვიდრე გვსურდა. ჩემს სეივებს მცირე მნიშვნელობა აქვს, თუ ქულების გარეშე ვრჩებით.
ვფიქრობ, უნდა მოვუმატოთ. ძალიან ბევრ გოლს ვუშვებთ და თანაც ძალიან მარტივად. სიტუაციის გაანალიზება გვჭირდება. შუა კვირაში მატჩი არ გვაქვს, რაც მოგვცემს დროს, რომ მდგომარეობა სათანადოდ გავაანალიზოთ და ხარვეზებზე ვიმუშაოთ. ვეცდებით, ცივი გონებით მივუდგეთ და გავაუმჯობესოთ თამაში“,
– განაცხადა გარსიამ.