Aa
Aa

"სპარტაკი" ანანიძეს გაყიდის?

რუსული პრესა აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ მოსკოვის "სპარტაკი" ჯანო ანანიძის კლუბში დაბრუნებას აღარ განიხილავს და მზადაა, მის ტრანსფერზე წინადადებები მოისმინოს.

ქართველი ნახევარმცველი ამჟამად "კრილიას" რიგებში იჯარის წესით თამაშობს, სეზონის ბოლოს კი კვლავ "სპარტაკს" უნდა დაუბრუნდეს, რომელთანაც კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე აკავშირებს. 

როგორც ირკვევა, ანანიძის გადაბირებით რამდენიმე კლუბი ინტერესდება, მათ შორის კი ყველაზე უფრო "კრასნოდარის" სახელი ფიგურირებს.

სააგენტო transfermarkt-ის მიხედვით, 26 წლის ქართველი ნახევარმცველის ფასი 900 000 ფუნტია, უმაღლესი ფასი კი 2014 წლის ივლისში ჰქონდა, როცა 3.6 მილიონ ფუნტად ფასდებოდა.

ჯანომ რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო - 2 მარტს, მოსკოვის "ლოკომოტივის" კარი აიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები