არველაძის ბრწყინვალე გოლი შვეიცარიელთა კარში
Aa
Aa

არველაძის ბრწყინვალე გოლი შვეიცარიელთა კარში

ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასაწყისში შვეიცარიის ნაკრებმა ''სანქტ იაკობ პარკზე'' ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილი საქართველოს ეროვნული გუნდი 4:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმი ალექსანდრ ფრაის გოლით შვეიცარიის ნაკრებმა მოიგო. ფრაი, რომელიც შემდგომში ''რენისა'' და ''დორტმუნდის'' ფორვარდი იყო, იმ პერიოდში ''სერვეტეს'' ღირსებას იცავდა. ფრაიმ დავით გვარამაძეს 37-ე წუთზე გაუტანა.

საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება 62-ე წუთზე მოახერხა, ლევან კობიაშვილის ჩაწოდების შემდეგ შოთა არველაძემ თავური დარტყმით ბრწყინვალე გოლი შეაგდო.

 

დარჩენილ დროში შვეიცარიის ნაკრებმა 3 გოლი გაიტანა. 63-ე წუთზე ჰაკან იაკინმა მასპინძლები დააწინაურა, 74-ე წუთზე პატრიკ მიულერმა სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო მეოთხე გოლი 81-ე წუთზე სტეფან შაპიუზას ანგარიშზეა.

შვეიცარია - საქართველო 4:1 (1:0)

8 სექტემბერი. ბაზელი "სენტ იაკობი,'' 35 ათასი მაყურებელი

შვეიცარია: შტილი, ჰაასი, მანინი, ანშო, მ. იაკინი, ფოგელი (სელესტინი 69), კაბანიასი, მიულერი, ფრეი, ჰ. იაკინი (ვიკი 75), შაპიუზა.

საქართველო: გვარამაძე, კობიაშვილი, კალაძე, შეყილაძე, ჯამარაული, ქინქლაძე (ბურდული 46), ცქიტიშვილი, საჯაია (რეხვიაშვილი 46, ყაველაშვილი 83), ნემსაძე, დემეტრაძე, შ. არველაძე.

გოლები: 1:0 ფრეი (37), 1:1 შ. არველაძე (62), 2:1 ჰაკან იაკინი (63), 3:1 მიულერი (74), 4:1 შაპიუზა (82)

გაფრთხილება: შეყილაძე (33), კალაძე (35), კობიაშვილი (65), რეხვიაშვილი (71), ჰაასი (79)

მთავარი მსაჯი: ვ. ხრნაკი (სლოვაკეთი)

ევრო 2004-ის შესარჩევ ციკლში საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებთა საპასუხო მატჩი თბილისში ფრედ 0:0 დასრულდა.

შეგახსენებთ, ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე, შვეიცარიის ეროვნული გუნდი, თბილისში 21 მარტს, საღამოს, ჩარტერული რეისით ჩამოვა. ვლადიმირ პეტკოვიჩის ბიჭები 23 მარტს, ასევე "დინამო არენაზე", საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, თბილისის დროით 18:00 საათიდან დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები