არგენტინაში მსაჯი მოკლეს!
Aa
Aa

არგენტინაში მსაჯი მოკლეს!

არგენტინელმა ფეხბურთელმა მატჩის მსვლელობისას მსაჯი მოკლა. მიზეზი კი მისთვის წითელი ბარათის ჩვენება აღმოჩნდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი კორდობას რაიონში მოხდა. ჟურნალისტები საფეხბურთო გუნდებისა და მოთამაშის სახელს არ ასახელებენ, ამიტომ გამორიცხული არ არის მატჩი სამოყვარულო ყოფილიყო.

როგორც გაირკვა, მატჩის მე-20 წუთზე 48 წლის მსაჯმა სეზარ ფლორესმა ერთ-ერთი ფეხბურთელი არასპორტული საქციელის გამო მოედნიდან გააძევა. ფეხბურთელმა მოედანი დატოვა, რამდენიმე წუთში კი გასახდელიდა დაბრუნდა და მსაჯს სამჯერ ესროლა. მსაჯი ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ კი ეჭვმიტანილმა კიდევ ერთი ფეხბურთელი დაჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ეჭვმიტანილს სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები