კანკავას საგოლე გადაცემა და ლობჯანიძის სადებიუტო გოლი
ყაზახეთის პრემიერლიგაში ''ტობოლმა'' შინ ''ტარაზი'' 4:1 დაამარცხა. მოედანზე 4 ქართველი ფეხბურთელი იმყოფებოდა. ''ტობოლის'' სასტარტო შემადენლობაში ნიკა კვეკვესკირმა და ჯაბა კანკავამ ითამაშეს, ხოლო ''ტარაზის'' სასტარტოში ლაშა კასრაძე და ელგუჯა ლობჯანიძე ვიხილეთ.
''ტობოლის'' მესამე გოლისას 75-ე წუთზე საგოლე გადაცემა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ შეასრულა.
78-ე წუთზე კვეკვესკირი შეცვალეს.
83-ე წუთზე ელგუჯა ლობჯანიძემ პენალტი ზუსტად შეასრულა და ყაზურ კლუბში სადებიუტო გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, კასრაძე და ლობჯანიძე ყაზახურ კლუბს გასულ ზამთარში შეუერთდნენ.
კასრაძემ, ლობჯანიძემ და კანკავამ 90 წუთი ითამაშეს.
საწყის ორ ტურში ''ტობოლმა'' 7 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 გაუშვა. კვეკვესკირისა და კანკავას გუნდის ანგარიშზე 6 ქულაა. რაც შეეხება ''ტარაზს,'' ორ ტურში ქულა არ მოუპოვებია, მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და 6 გაუშვა.
ფოტო: fctobol.kz