Aa
Aa

The Sun - "სიტის" შესაძლოა ტრანსფერების განხორციელება ერთი წლით აუკრძალონ

„ლონდონის ჩელსის“ შემდეგ ფიფამ შესაძლოა ტრანსფერების განხორციელება „მანჩესტერ სიტისაც“ აუკრძალოს. ამის შესახებ The Sun იტყობინება.

ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან „არისტოკრატებმა“ ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს და ბრიტანული გამოცემის თქმით „ქალაქელებსაც“ იგივე სასჯელი ელით.

ფიფა პეპ გუარდიოლას გუნდის საქმეს დიდი ხანია იძიებს და ახალგაზრდა ფეხბურთელების ტრანსფერებისას გასათვალისწინებელი წესების დარღვევას ედავება.

The Sun-მა ფიფას წარმომადგენლის კომენტარიც გამოაქვეყნა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა: „სიტის“ საქმეს დიდი ხანია ვიძიებთ. ამ საკითხთან დაკავშირებით ვერდიქტს სავარაუდოდ მომდევნო კვირაში გავასაჯაროვებთ და დიდი ალბათობით იგი „ჩელსის“ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მსგავსი იქნება“.

ბრიტანული ტაბლოიდის ცნობით „ქალაქელებს“ შესაძლოა უფრო დიდი პრობლემები შეექმნათ. გავრცელებული ინფორმაციით ფიფა გამოძიების გაგრძელებას გეგმავს და განსაკუთრებულ აქცენტს განაში გახსნილ აკადემიაზე გააკეთებს.

მანჩესტერული კლუბის მესვეურებს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ. თუ The Sun-ის ინფორმაცია გამართლა პეპ გუარდიოლას გუნდი ფერნანდინიოს შემცვლელის პოვნას და დაცვის ხაზის გაძლიერებას ვერ მოახერხებს.

ასევე იხილეთ - სკანდალი! არბიტრი, რომელიც მუნდიალის მატჩებს სჯიდა, კოლეგებს სექსუალურად ავიწროებდა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები