სკანდალი! არბიტრი, რომელიც მუნდიალის მატჩებს სჯიდა, კოლეგებს სექსუალურად ავიწროებდა
Aa
Aa

სკანდალი! არბიტრი, რომელიც მუნდიალის მატჩებს სჯიდა, კოლეგებს სექსუალურად ავიწროებდა

კოლუმბიელი არბიტრი, ოსკარ რუისი, სერიოზულ სკანდალში გაეხვა. 49 წლის ყოფილ რეფერის სამმა კოლეგამ ბრალი სექსუალურ შევიწროებაში დასდო.

ჰაროლდ პარილას, კარლოს ჩავესის და ხულიან მეხიას თქმით ოსკარი მათ ინტიმურ კავშირს სთხოვდა და სანაცვლოდ კარიერულ წინსვლაში ხელის შეწყობას ჰპირდებოდა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ უარს მიიღებდა, სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა.

რუისმა 2002, 2006 და 2010 წლის მუნდიალზე იმსაჯა. კარიერის დასრულების შემდეგ კი FIFA-ს ინსტრუქტორი გახდა.

კოლუმბიელი არბიტრის შესახებ პარილამ ერთ-ერთ ადგილობრივ რადიოსთან ისაუბრა და განაცხადა: "იგი სექსუალურად 2007 წლიდან კარიერის დასრულებამდე მავიწროებდა. ოსკარმა მითხრა, რომ თუ წარმატების მიღწევა მსურდა, მასთან ინტიმური კავშირი უნდა დამემყარებინა".

"რუისი ფიზიკურ კონტაქტსაც არ ერიდებოდა და ისეთ ფრაზებს მეუბნებოდა საჯაროდ ვერ გავიმეორებ. სექსუალური შევიწროების ფაქტი რამდენჯერმე დაფიქსირდა. ყველაზე სერიოზული ინციდენტი წინასასეზონო მატჩისას მოხდა. მან ჩემ სასქესო ორგანოსთან და უკანალთან შეხება სცადა. რა თქმა უნდა ამის უფლება არ მივეცი, თუმცა შანს არ უშვებდა, რომ ახლოს მოსულიყო".

"რუისი მუდამ მეუბნებოდა რაღაც ახალი მეცადა და მარწმუნებდა, რომ წარმატების მიღწევაში დამეხმარებოდა".

პარილამ ისიც განაცხადა, რომ არბიტრებმა, რომლებმაც მისი თხოვნები შეასრულეს, კარიერული წინსვლა განიცადეს.

კარლოს ჩავესი, რომელმაც რუისთან ერთად კოლუმბიის თასის შეხვედრა იმსაჯა, იხსენებს: "სააბაზანოდან გამოვდიოდი, როცა ჩემს უკანალს შეეხო". 

მეხიამ კი დაამატა, რომ ოსკარი ფეხზე მოეფერა, თუმცა იგი უარით გაისტუმრა. საინტერესოა, რომ მეხიას კოლუმბიის ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული მატჩის განსჯა ინციდენტიდან მხოლოდ ორი თვის გასვლის შემდეგ ანდეს.

ასევე იხილეთ - ჩერიშევი: "ვფიქრობ, რომ რონალდუ გეი არ არის... ზუსტად არასდროს იცი"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები