Aa
Aa

NBA-ის მატჩების მიმოხილვა

ჰიუსტონი - გოლდენ სტეიტი 104 – 106

გამთენიისას NBA-ში ცენტრალური მატჩი ტეხასში შედგა, სადაც მაიკ დენტონის „ჰიუსტონმა“ „გოლდენ სტეიტს“ უმასპინძლა. „მეომრები“ კევინ დურანტის გარეშე ასპარეზობდნენ, თუმცა სასურველი შედეგის დაფიქსირება მაინც მოახერხეს.

ოკლენდელებს 30 ქულით კლეი ტომპსონმა ულიდერა. დემარკუს კაზინსმა თავი 27 ქულას და 8 მოხსნას მოუყარა. სტეფ კარი კი 24 ქულას დასჯერდა.

„როქეთსის“ რიგებში საუკეთსო ჯეიმს ჰარდენი გახლდათ, რომელმაც გუნდს 29 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა შესძინა. კრის პოლმა 24 ქულა დააგროვა. ერიკ გორდონმა კი 17 ქულა გაიფორმა.

მაიამი - დეტროიტი 108 – 74

„ბრუკლინთან“ განცდილი კატასტროფული მარცხის შემდეგ ზაზა ფაჩულიას „დეტროიტი“ „მაიამი ჰითთან“ შერცხვა. „ნეთსის“ კალათბურთელებმა დუეინ კეისის გუნდს 103-75 სძლიეს, ფლორიდელებმა კი მეტოქე 34 ქულის სხვაობით, 108 - 74 გაანადგურეს.

„პისტონსის“ რიგებში 10 ქულიანი ნიშნული სამმა კალათბურთელმა გადალახა. ბლეიკ გრიფინმა შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. უეინ ელინგტონი 11 ქულას დასჯერდა, ლუკ კენარდი კი 10 ქულით გამოირჩა.

ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე 13 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა.  ქართველმა ცენტრმა 4 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

„მაიამის“ მხრიდან 16 ქულით ჯასტის უინსლოუ გამოირჩა. დიონ უეიტერსმა შეხვედრა 14 ქულით დაასრულა. ჰასან უაითსაიდი და ჯოშ რიჩარდსონი კი 13-13 ქულას დასჯერდნენ.

სხვა მატჩების შედეგები

ოკლაჰომა - ბრუკლინი 108 – 96

ვაშინგტონი - ორლანდო 100 – 90

ატლანტა - მემფისი 132 – 111

ფინიქსი - იუტა 97 - 114

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები