მიხეილ ყაველაშვილი საავტომობილო სპორტის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდა
Aa
Aa

მიხეილ ყაველაშვილი საავტომობილო სპორტის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი საავტომობილო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, დავით მჭედლიშვილს, ვიცე-პრეზიდენტს, გიორგი გელაშვილს, გამგეობის წევრ ალექსანდრე ლომაძესდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს მიხეილ ხმალაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საავტომობილო სპორტის ხელშეწყობის საკითხები მიმოიხილეს და მისი განვითარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

აღინიშნა, რომ ავტოსპორტის განვითარების კუთხით, კანონმდებლობაში გარკვეული ხარვეზები არსებობს, რაც ფედერაციას სპორტული ავტომობილების განბაჟების, ტექნიკური დათვალიერების, სათადარიგო ნაწილების შემოტანის კუთხით პრობლემებს უქმნის.

როგორც ფედერაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, არსებული გამოწვევების დასაძლევად მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის განვითარებას, მეორეს მხრივ, კი საკანონმდებლო სივრცეში მოაქცევს ყველა იმ ნორმას, რაც ტექნიკურად გამართული ავტომობილების გადაადგილებას, გარემოზე ზემოქმედების სტანდარტების დაცვასა და სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას გულისხმობს.

მიხეილ ყაველაშვილმა საავტომობილო სპორტის ფედერაციის განვითარების მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ არსებობს ტექნიკურ დეტალები, რომლებიც ფინანსთა, ეკონომიკის, შინაგან საქმეთა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროებთან შეთანხმებას და კონსულტაციას საჭიროებს.

რაც შეეხება საკანონმდებლო დონეზე არსებული პრობლემების მოგვარებას, კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, იგი მზად არის ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში და საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტის ინიცირება მოახდინოს.

ცხელი ამბები