Aa
Aa

სადიო მანეს სახლი გაძარცვეს

„ნისლიან ალბიონზე“ გავრცელებული ინფორმაციით „ბაიერნთან“ მატჩის მიმდინარეობისას „ლივერპულის“ ერთ-ერთ ლიდერის, სადიო მანეს, სახლი გაძარცვეს. სამართალდამცველების მიხედვით ქურდებმა მობილური ტელეფონები, ძვირადღირებული საათები და მანქანის გასაღებები წაიღეს.

დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება უკვე მიმდინარეობს. პოლიციის თქმით მძარცველები სახლში 00:45-ზე წინა კარიდან შეიჭრნენ. როგორც ირკვევა მანამდე მათ იქვე მდებარე დეიან ლოვრენის სახლის გაძარცვაც სცადეს, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს, რადგან ხმაური ერთ-ერთმა ქალბატონმა გაიგონა და პოლიცია გამოიძახა.

სენეგალელი ფეხბურთელისთვის ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მის სახლს ძარცვავენ. მსგავსი რამ 2017 წელსაც დაფიქსირდა. მაშინ მანე ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას „მარიბორის“ წინააღმდე მართავდა და სამწუხარო სიახლე ამ დროს შეიტყო.

ადგილობრივი გამოცემების ცნობით პოლიციამ დანაშაულის ცხელ კვალზე გახსნა ვერ მოახერხა და ახლა მოქალაქეებისგან მიღებულ ინფორმაციაზეა დამოკიდებული.

ასევე იხილეთ - მარსიალმა საცოლეს ბოდიში მოუხადა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები