Aa
Aa

მარსიალმა საცოლეს ბოდიში მოუხადა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკლავმა, ენტონი მარსიალმა, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საცოლეს, მელანი და კრუზს ბოდიში მოუხადა. სავარაუდოდ საქმე გასულ წელს დაფიქსირებულ ფაქტს ეხება.

ბრიტანული გამოცემების ცნობით მარსიალმა საყვარელ ადამიანს უღალატა და ღამე ფრანგ მოდელთან, მალიკა სემიჩისთან, გაატარა. ენტონიმ ბრალდებები რამდენჯერმე უარყო, თუმცა სემიჩიმ საპირისპირო განცხადებები გააკეთა და ყველაფერი დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს მარსიალის საცოლე 8 თვის ორსული იყო.

როგორც ჩანს 23 წლის ფეხბურთელი სიტუაციის გამოსწორებას ცდილობს და მისი ბოლო ქმედება სწორედ ამაზე მეტყველებს. „ინსტაგრამზე“ მარსიალმა საცოლესთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და თან ასეთი შინაარსის ტექსტი დაურთო.

„მინდა ბოლო თვეებში მიყენებული ზიანის გამო ბოდიში ჩემს ნათესავებს, ჩემს ულამაზეს ოჯახს და განსაკუთრებით ჩემს საცოლეს მოვუხადო“.

„შეცდომები დავუშვი და ამის გამო ძალიან ვწუხვარ. მომავალში ასეთი რამ არ განმეორდება“.

ასევე იხილეთ - რონალდუ: „მე ხუთი ლიგა მაქვს მოგებული, „ატლეტიკოს“ კი ნული“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები