Aa
Aa

"წადი შენი"! - "რეალის" ქომაგების რისხვა და მარსელოს მოულოდნელი პასუხი

მარსელოს მადრიდული კარიერა ამჟამად საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაშია.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ძალიან მოუკლო და ეს ერთი შეხედვითაც ჩანს.

ლა ლიგის გასულ ტურში "ჟირონასთან" საშინაო მარცხის შემდეგ, "რეალის" ქომაგების მთელი რისხვა მარსელოს დაატყდა.

დიახ, ის რამდენიმე ეპიზოდში მართლაც შეცდა და შეიძლება ითქვას სუსტი შეხვედრა ჩააატარა, თუმცა მის მიმართ გამოხატული აგრესია მაინც გადამეტებულად მოსჩანს.

ქომაგები ძირითადში 22 წლის რეგილონის დაყენებას ითხოვენ და ამ მოთხოვნას თან სტატისტიკასაც ურთავენ.

მარსელოსა და რეგილონის ბოლო 9 მატჩიდან ახლაგაზრდა ესპანელის უპირატესობა აშკარაა - 9-და 9 გამარჯვება.

როცა 30 წლის ბრაზილიელი ძირითადში იმყოფებოდა, "რეალმა" ცხრიდან მხოლოდ 1 მატჩი მოიგო და 6-ჯერ დამარცხდა.

ხსენებულ პოსტს თან ახლდა ბილწი ფრაზებით შემკობილი ტექსტი: "რატომ არის მარსელო კვლავ ძირითადში? მე ის მიყვარს, მაგრამ წადი შენი და იყავი რეალისტი. იმედი მაქვს ის თავის საუკეთესო ფორმას რაც შეიძლება მალე დაიბრუნებს".

მარსელომ ხსენებულ პოსტს უპასუხა: "ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. ჩვენ სვლას განვაგრძობთ".

ესპანური პრესა ამ აჟიოტაჟის დასაბამად ასახელებს ჭორებს, რომლის თანახმადაც მარსელოს რონალდუსთან ერთად კარიერის "იუვენტუსში" გაგრძელება სურს.

ამ ინფორმაციას ბრაზილიელი მცველის ცუდი თამაშიც დაემატა, რამაც დღევანდელ შედეგებამდე მიგვიყვანა.

საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს სოლარი - მარსელოს ენდობა, თუ რეგილონს მისცემს მეტ დროს? შესაძლოა თავის ამჟამინდელ არჩევანს მიჰყვეს და როტაცია განაგრძოს.

ასევე იხილეთ - ნემსაძის პასუხი რუსებს: "მოედანზე ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და ყველაფერი იქ გამოჩნდება"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები