ნემსაძის პასუხი რუსებს:
Aa
Aa

ნემსაძის პასუხი რუსებს: "მოედანზე ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და ყველაფერი იქ გამოჩნდება"

ბორჯღალოსნებმა 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩიც მოიგეს და ერთდღიანი შესვენების შემდეგ, სატურნირო ცხრილში კუთვნილი ადგილი დაიბრუნეს.

დებიუტანტებისა და თამაშის დეტალების გარდა, რუსეთის რაგბის კავშირის წარმომადგენლის განცხადებაზე მოუწია პასუხის გაცემა გიორგი ნემსაძეს:

„ვემზადებით ბელგიასთან სათამაშოდ. რუსეთის რაგბის კავშირის თუ ნაკრების წარმომადგენლებისგან ხმამაღალი განცხადებები ადრეც გვსმენია და მას დიდად ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენ მოედანზე ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და ყველაფერი იქ გამოჩნდება“.

„მეტოქის შეუფასებლობა არ ყოფილა. შერკინება სპორტია სპორტში, ძალიან ბევრი ნიუანსი აქვს, ტექნიკური დეტალები აქვთ პირველ და მესამე ნომრებს. ეს დეტალები ზოგჯერ ერგება მოწინააღმდეგეს, ზოგჯერ არა. ზუსტად ეს დაინახეს მწვრთნელებმა, დროული ცვლილება გააკეთეს და ესპანეთს ძლიერი შერკინება რომ არ ყავდა ეგრევე გამოჩნდა. მეტოქისგან მოლში ძლიერ თამაშს ველოდით. ლელოს გაშვების მომენტში იყო პატარა ტექნიკური წუნი, რომელიც არ უნდა დაგვეშვა“.

„დათოს მეორე თამაში ჰქონდა, ხოლო გრიგორს პირველი და ორივემ ლელო გაიტანა, რაც დიდი წარმატებაა. ასეთი წნეხის დროს ეს ადვილი არაა. როგორც ჩანს, სამწვრთნელო შტაბმა და ჩვენ ამ ბიჭებს ისეთი პირობები შევუქმენით, რომ წნეხი შევუმსუბუქეთ. ახალი მოთამაშეების გუნდში ინტეგრაცია ძალიან კარგად ხდება. ისინი თავიდან ვარჯიშებზე მოდიან და გვეხმარებიან, მერე ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ, კომბინაციებს სწავლობენ და როდესაც მოედანზე გადიან, ის მაყურებლისთვისაა ახალი მოთამაშე, თორემ ჩვენთვის კარგად ნაცნობები არიან. ფაქტია ამას შედეგი მოაქვს და ასეთ პოლიტიკას ვემხრობი“.

rugby.ge

ასევე იხილეთ - პოლონელი მონადირე - პიონტეკმა "მილანში" ისტორია დაწერა!

ცხელი ამბები