პიკე:
Aa
Aa

პიკე: "ეს ცუდი თამაში იყო... "ლიონი" ამის გამო დაგვსჯის"

"ვალიადოლიდთან" გამარჯვების (1:0) შემდეგ ხერარდ პიკემ პრესასთან ისაუბრა და გუნდის თამაშით უკმაყოფილება გამოთქვა.

"ბარსას" ცენტრალური მცველი საკმაოდ თვითკრიტიკული იყო.

"ჩვენ კარგად არ გვითამაშია, ეს ცუდი გამოსვლა იყო. ერთადერთი დადებითი მხარე ის არის, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ. თამაში უნდა გავაუმჯობესოთ.

ამ მატჩის შემდეგ ცუდი შეგრძნება გვაქვს. სამშაბათისთვის "ლიონთან" თამაში უნდა გამოვასწოროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ცუდად წავა. ისინი დაგვსჯიან.

ჩვენი თამაში უნდა დავიბრუნოთ, რომლის შედეგადაც ტიტულებს ვიგებთ.

თუ ბურთს უფრო სწრაფად არ ვამოძრავებთ და მას არ გავაკონტროლებთ, სუსტ გუნდად ვიქცევით.

ეს არის ის, რაც უნდა გავაუმჯობესოთ, რადგან ჩვენმა მეტოქეებმა ამის შესახებ იციან".

თავის მხრივ კბილებს ილესავენ ფრანგები. "ლიონის" პრეზიდენტი ჟან მიშელ ოლა შურისძიებაზე საუბრობს.

"ჩვენ "ბარსელონასთან" მატჩით ვცოცხლობთ, რომელზეც დიდი ხანი ვოცნებობდით. ასეთი დიდი თამაშის წინ ყველა ფეხბურთელი თითქოს პარალიზებულია, ყველას ტრავმის მიღების ეშინია.

2009 წელს, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდის გამო, "ბარსელონაზე" შური უნდა ვიძიოთ. გუნდის ყველა ფეხბურთელი ამ მატჩისთვის გიჟივით ემზადება."

ბარსელონა - ვალიადოლიდი 1:0

 

ასევე იხილეთ - მოროზოვი: "ჩვენთვის საქართველოსთან გათანაბრება სასაცილოა"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები