ხოჭოლავა და ხარაბაძე სასტარტოში ითამაშებენ
ევროპა ლიგის 1/16-ფინალურ შეხვედრაში ფრანკფურტის ''აინტრახტი'' ხარკოვში დონეცკის ''შახტარს'' დაუპირისპირდება. უკრაინული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დავით ხოჭოლავა ითამაშებს. ''შახტარისა'' და ''აინტრახტის'' დაპირისპირება 15 თებერვალს თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
ევროპა ლიგის 1/16-ფინალში შვეიცარიული ''ციურიხი'' საკუთარ მოედანზე კარლო ანჩელოტის გაწვრთნილ ''ნაპოლის'' უმასპინძლებს. შვეიცარიული გუნდის სასტარტო თერთმეტეულში 19 წლის ქართველ მცველს ლევან ხარაბაძეს ვიხილავთ. მატჩი 15 თებერვალს 00:00 საათზე დაიწყება.
Unsere Startformation fürs Sechzehntelfinal-Hinspiel der @EuropaLeague gegen die @sscnapoli. #fcz #fczuerich #stadtclub #FCZNapoli pic.twitter.com/tXOOINbbSF
— FC Zürich (@fc_zuerich) February 14, 2019