ხარაბაძე:''ნაპოლის'' დამარცხება შეგვიძლია''
ევროპა ლიგის 1/16-ფინალში შვეიცარიული ''ციურიხი'' საკუთარ მოედანზე კარლო ანჩელოტის გაწვრთნილ ''ნაპოლის'' უმასპინძლებს. იტალიური გუნდის წინააღმდეგ დიდი ალბათობით შვეიცარიული გუნდის ქართველი ახალწვეული ლევან ხარაბაძე ითამაშებს.
19 წლის ქართველი ფეხბურთელი CrystalSport-ს ესაუბრა.
ლევან ხარაბაძე: ''გამარჯვება რეალურია, ''ციურიხს'' წარმატების მიღწევის შანსი აქვს, თუმცა ''ნაპოლი'' ძალიან ძლიერი გუნდია. ყველანაირად ვეცდებით შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინოთ და იტალიური გუნდის ბარიერი დავძლიოთ.
მატჩამდე განვიხილეთ ''ნაპოლის'' ძლიერი და სუსტი მხარეები. მთავარმა მწვრთნელმა თითოეულ ფეხბურთელს დავალებები მოგვცა და აგვიხსნა თუ როგორ უნდა ვითამაშოთ. მეც ამიხსნა თუ როგორ უნდა ვითამაშო ''ნაპოლის'' მარჯვენა გარემარბის წინააღმდეგ.''
იტალიური გუნდის მარჯვენა ''ვინგერად'' ხოსე კალეხონი ასპარეზობს ხოლმე, თუმცა უცნობია ითამაშებს თუ არა კალეხონი ხარაბაძის წინააღმდეგ.
მატჩი 15 თებერვალს თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

ქართველი ტალანტი ''ციურიხს'' გასულ თვეში შეუერთდა. შვეიცარიის სუპერლიგაში 2 მატჩი ჩაატარა, სადებიუტო შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა, შემდეგ კი თავური დარტყმით ''გრასჰოპერსთან'' გოლი გაიტანა.
7’ | TOR! Kharabadze bringt den FC Zürich mit 1:0 in Führung.#FCZGC #SFL #RSL pic.twitter.com/AqNgMHuqWQ
— SwissFootballLeague (@News_SFL) February 9, 2019
ხარაბაძე თბილისის ''დინამოს'' ყოფილი ფეხბურთელია. მას საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია, ერთხელ კი ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში მიიწვია.

მიმდინარე სეზონში ლევან ხარაბაძემ თბილისის ''დინამოს'' შემადგენლობაში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 მატჩი ჩაატარა. მან 2016 წელს თბილისური გუნდის 19 წლამდე გუნდის მაისურით უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე იასპარეზა.
ფოტო: gff.ge, .fcz.ch