ლობჟანიძის მორიგი გოლი დანიის სუპერლიგაში
Aa
Aa

ლობჟანიძის მორიგი გოლი დანიის სუპერლიგაში

დანიის სუპერლიგის მე-20 ტურში ''ოლბორგი'' შინ ''რანდერსთან'' 0:3 დამარცხდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ 59-ე წუთზე სტუმრები მიკელ კალესეს გოლით დაწინაურდნენ. 65-ე წუთზე ''რანდერსის'' ქართველმა ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ ანგარიში ორამდე გაზარდა.

მიმდინარე სეზონში ლობჟანიძემ ''რანდერსის'' მაისურით მეხუთე გოლი გაიტანა.

 

72-ე წუთზე კალესემ დუბლი შეასრულა და ანგარიში 0:3 გახდა.

გამარჯვების შემდეგ 14-გუნდიან საფეხბურთო ჩემპიონატში ''რანდერსი'' 31 ქულით მესამე ადგილზეა,

საბა ლობჟანიძემ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 82-ე წუთზე შეცვალეს.

ასევე იხილეთ - მბაპეს ღირსეული ჟესტი დაკარგული პილოტის პოვნის მიზნით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები