მბაპეს ღირსეული ჟესტი დაკარგული პილოტის პოვნის მიზნით
Aa
Aa

მბაპეს ღირსეული ჟესტი დაკარგული პილოტის პოვნის მიზნით

ტრაგიკულად დაღუპული ემილიანო სალას ცხედრის იდენტიფიცირება მოხდა, თუმცა თვითმფრინავის პილოტის ძებნა უშედეგოდ დასრულდა. პსჟ-ს ფორვარდმა კილიან მბაპემ პილოტ დევიდ იბოტსონის პოვნისთვის 27 000 ფუნტ სტერლინგი გამოყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გარი ლინეკერმა აღნიშნული მიზნისთვის 1 000 ფუნტი სტერლინგი გადარიცხა.

შეგახსენებთ, ნანტიდან კარდიფისკენ მფრინავი თვითმფრინავი 21 იანვარს რადარიდან გაქრა. მასში მსხდომი ფეხბურთელი ემილიანო სალა ტრაგიკულად გარდაიცვალა, ხოლო პილოტის პოვნა ვერ მოხერხდა.

დორსეტის პოლიციის წარმომადგენლებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს: „ცხედარი, რომელიც 2019 წლის შვიდ თებერვალს მივიღეთ პროფესიონალ ფეხბურთელს, ემილიანო სალას, ეკუთვნის“.

„სალასა და პილოტ დევიდ იბბოტსონის ოჯახებს ყველა დეტალი შევატყობინეთ. ამ ურთულეს პერიოდში ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და თანაგრძნობას ვუცხადებთ. ჩვენი წარმომადგენლები ცხედარს ექსპერტიზას ჩაუტარებენ და გარდაცვალების მიზეზს დაადგენენ“.

ემილიანო სალას შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბი „კარდიფიც“ გამოეხმაურა: „ემილიანოს ოჯახს გულითადად თანავუგრძნობთ. ის და დევიდი ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩებიან“.

ასევე იხილეთ - ლობჟანიძის მორიგი გოლი დანიის სუპერლიგაში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები