ბერიშვილის 18 ქულა და გამარჯვება ყატარში
ყატარის ჩემპიონატის მე-14 ტურში გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის გუნდმა სტუმრად “ალ გარაფა” 82:67 დაამარცხა და ჩემპიონატში მე-12 გამარჯვება მოიპოვა.
ბერიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და 32 წუთში 18 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 2 ორქულიანი, 9-დან 4 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
გიორგი ცინცაძე კი პარკეტზე არ გამოჩენილა.
“ალ შამალი” პირველ ადგილზე იმყოფება და შემდეგ მატჩს 9 თებერვალს, შინ “ალ ვაკაჰთან” გამართავს