Aa
Aa

მაშველებმა გაუჩინარებული თვითმფრინავიდან ცხედარი ამოასვენეს

ბრიტანული გამოცემების ცნობით მაშველებმა თვითმფრინავის ნამსხვრევებიდან, რომელზეც ემილიანო სალა და დევიდ იბბოტსონი იმყოფებოდნენ, ცხედრის ამოსვენება მოახერხეს.

შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავი რადარებიდან 21 იანვარს გაქრა. იგი გაუჩინარებიდან 13 დღის შემდეგ, ლა-მანშის სრუტის ფსკერზე, იპოვეს.

აღნიშნული ინფორმაცია ბრიტანეთის საჰაერო ინციდენტების საგამომძიებლო დეპარტამენტმაც დაადასტურა და ოფიციალური განცხადება გაავრცელა: „საჰაერო ინციდენტების საგამომძიებლო დეპარტამენტმა და სპეციალისტებმა თვითმფრინავის ნამსხვრევებიდან ცხედრის ამოსვენება ურთულეს პირობებში მოახერხეს. ოპერაციის მიმდინარეობისას ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ცხედრის ღირსება არ შეელახათ. მიღწეული პროგრესის შესახებ ემილიანოს და დევიდის ოჯახებს ყველაფერი შევატყობინეთ“.

„რთული კონდიციებიდან და ცუდი ამინდიდან გამომდინარე სამაშველო ოპერაციების დასრულების გადაწყვეტილება მივიღეთ. ცხედრის იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა. მას პორტლენდში, „დორსეტის პროზექტურაში“ გადაასვენებენ. სამწუხაროდ ცუდი პირობებიდან გამომდინარე თვითმფრინავის ნამსხვრევების ამოტანა ვერ მოვახერხეთ“.

ასევე იხილეთ - "სასოწარკვეთილი ვარ" - ემილიანო სალას მამის ემოციური განცხადება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები