NBA-ის მატჩების მიმოხილვა
ფინიქსი - ჰიუსტონი 110 – 118
ჯეიმს ჰარდენის „ჰიუსტონი“ წარმატებულ სვლას განაგრძობს. ტეხასელები ამჯერად დასავლეთ კონფერენციის აშკარა აუტსაიდერს, „ფინიქსს“, დაუპირისპირდნენ და იოლი გამარჯვება მოიპოვეს.
„როქეთსს“ 44 ქულით ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა. კრის პოლმა თავი 18 ქულას მოუყარა. კენეთ ფარიდი კი 17 ქულასა და 14 მოხსნას დასჯერდა.
არიზონელების მხრიდან 25 ქულით ჯოშ ჯექსონი გამოირჩა. დევინ ბუკერმა აქტივში 19 ქულას მოუყარა თავი, დეანდრე ეიტონმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა - 15 ქულა, 11 მოხსნა.
საკრამენტო - სან ანტონიო 127 – 112
გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიოს“ ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია „საკრამენტოსთან“ შეწყდა. „კინგსის“ კალათბურთელებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვეს.
„მეფეებს“ 24 ქულითა და 12 მოსნით მარვინ ბეგლიმ ულიდერა. იოგი ფერელმა აქტივში 19 ქულა ჩაიწერა. დეაარონ ფოქსი 20 ქულას დასჯერდა, ბადი ჰილდმა კი შეხვედრა 18 ქულით დაასრულა.
„სპურსის“ რიგებში საუკეთესო დემარ დეროუზენი გახლდათ, რომელმაც 24 ქულას მოუყარა თავი. ლამარკუს ოლდრიჯმა 22 ქულა დააგროვა. პეტი მილსმა და ბრინ ფორბსმა კი 12-12 ქულა მიითვალეს.
სხვა მატჩების შედეგები
დეტროიტი - დენვერი 129 – 103
ვაშინგტონი - ატლანტა 129 – 137
ბრუკლინი - მილუოკი 94 – 113
ნიუ ორლეანი - ინდიანა 107 – 109