მაკარიძე კვლავ პორტუგალიაში ითამაშებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მაკარიძემ პორტუგალიურ ''რიუ ავესთან'' კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ ხელშეკრულება სეტუბალის ''ვიტორიასთან'' გააფორმა, რომელიც პორტუგალიის ელიტარულ ლიგაში გამოდის. მაკარიძის ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.
გიორგი მაკარიძე ''ვიტორიაში'' 2020 წლამდე დარჩება. მაკარიძე მეოთხე პორტუგალიურ კლუბში ითამაშებს. ის ასევე ასპარეზობდა ''ფეირენსეში,'' ''მორეირენსესა'' და ''რიუ ავეში.'' პორტუგალიაში გადასვლამდე ფრანგული ''ლე მანის'' ღირსებას იცავდა.
Makaridze muda-se para o Sado após rescindir com Rio Ave https://t.co/YHM41VC0ka
— O Jogo (@ojogo) January 31, 2019
მას სეზონის პირველი ნახევარი ''რიუ ავეში'' ტრავმის გამო გაუცდა, მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პორტუგალიური კლუბი პოლონურ ''იაგიელონიასთან'' დამარცხდა. მაკარიძემ ორივე შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა, შემდე კი ოპერაცია გაიკეთა და რამდენიმე თვე გაუცდა.
28 წლის მაკარიძე ''რიუ ავეს'' მიმდინარე თვეში დაემშვიდობა.