Aa
Aa

NBA-ის მატჩების მიმოხილვა

პორტლენდი - იუტა 132 – 105

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური მატჩი პორტლენდში შედგა, სადაც „ტრეილ ბლეიზერსმა“ „იუტა ჯაზი“ გაანადგურა.

დემიენ ლილარდი და კომპანია უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

“პორტლენდის“ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი სწორედ ლილარდმა შეიტანა და გუნდს 36 ქულა შესძინა. სი ჯეი მაკკოლუმი 30 ქულით გამოირჩა. სათადარიგო სკამიდან შემოსული ზაკ კოლინსი კი 12 ქულას დასჯერდა.

„იუტას“ რიგებში საუკეთესო დონოვან მიჩელი გახლდათ, რომელმაც 22 ქულა მიითვალა. რუდი გობერმა თავი 15 ქულას მოუყარა, ხოლო რიკი რუბიომ აქტივში 12 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

ნიუ ორლეანი - დენვერი 99 – 105

ნიკოლა იოკიჩის „დენვერი“ წარმატებულ სვლას განაგრძობს. კოლორადოელებმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში იმარჯვეს და ამჯერად „პელიკანსის“ წინააღმდეგობა დაძლიეს.

“ნაგეთსს“ 22 ქულით მალიკ ბიზლიმ ულიდერა. სერბმა ცენტრმა 20 ქულა, 13 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. პოლ მილსაპი კი 13 ქულას დასჯერდა.

„ნიუ ორლეანის“ მხრიდან 22 ქულით ჯრუ ჰოლიდეი გამოირჩა. კენრიხ უილიამსმა თავი 21 ქულას მოუყარა. ჯალილ ოკაფორმა კი ამჯერად გუნდს 14 ქულა შესძინა.

სხვა მატჩების შედეგები

ბოსტონი - შარლოტი 126 – 94

მაიამი - ჩიკაგო 89 – 105

ნიუ იორკი - დალასი 90 – 114

მინესოტა - მემფისი 99 – 97

ვაშინგტონი - ინდიანა 107 – 89

საკრამენტო - ატლანტა 135 – 113

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები