გიორგი შერმადინის
Aa
Aa

გიორგი შერმადინის "უნიკახა" "ვალენსიასთან" დამარცხდა

გიორგი შერმადინის "უნიკახამ" ევროთასის ტოპ 16-ის ჯგუფურ ეტაპზე დასანანი მარცხი განიცადა და პირველი ადგილისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ქართველი ცენტრის გუნდმა "ვალენსიას" წინააღმდეგობის დაძლევა ვერ მოახერხა და სამქულიანი სხვაობით, 69-72,  წააგო.

"უნიკახას" კალათბურთელები უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ, თუმცა გადამწყვეტი მეოთხედი საშინლად ჩაატარეს და აღნიშნული პერიოდი 18-9 დათმეს. 

გიორგიმ პარკეტზე 24 წუთი და 15 წამი გაატარა. შერმადინმა თავი 10 ქულას, 6 მოხსნას და 3 ჩაჭრას მოუყარა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი +17-ს უწია.

"ვალენსიასთან" მარცხის შემდეგ "უნიკახას" ანგარიშზე 3 მოგება და 2 წაგებაა. შერმადინის გუნდი მეორე ადგილს იკავებს დაა შემდეგ ეტაპზე გასვლა გარანტირებული აქვს.

ჩაკვეტაძე ფინალშია ! - ერთი ნაბიჯი კარიერის პირველ ტიტულამდე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები