ჩაკვეტაძე ფინალშია ! - ერთი ნაბიჯი კარიერის პირველ ტიტულამდე
ბელგიის საფეხბურთო თასის ნახევარფინალში ''გენტმა'' პენალტების სერიაში ''ოსტენდე'' დაამარცხა და თასის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. გიორგი ჩაკვეტაძეს კარიერის პირველ ტიტულამდე ერთი შეხვედრა აშორებს.
შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. ''გენტმა'' პირველ ტაიმში 2 გოლი გაუშვა, თუმცა შესვენების შემდეგ ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია ''გენტის'' სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა.
მატჩის 38-ე წუთზე თამაშში 19 წლის ქართველი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე ჩაერთო, რომელმაც 84-ე წუთზე ''გენტის'' პირველი გოლისას საგოლე გადაცემა შეასრულა.
მეორე ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე რომან ბეზუსმა ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა პირველ მატჩში.

დამატებით დროში გოლი არ გასულა, პენალტების სერიაში კი ჩაკვეტაძის გუნდმა 4:3 მოიგო და ფინალში გავიდა. თერთმეტმეტრიანების სერიაში ჩაკვეტაძის შესრულებული პენალტი ''ოსტენდეს'' მეკარემ ფეხით მოიგერია.
ბელგიის თასის ფინალში ''გენტის'' მეტოქე რანგით მეორე ლიგის ''მეხელენი'' იქნება. შეხვედრა პირველ მაისს გაიმართება.
ფოტო: kaagent.be
გიორგი ჯიქია: ''რუსეთის ნაკრებში თამაშს არ ვნანობ''
ლუჩესკუ, ჩიგრინსკი და რეხვიაშვილის უიღბლო დებიუტი
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გერმანია გაანადგურა
მჭედლიძე: ''კლუბში ვრჩები, არ მივდივარ''