ამომავალ ვარსკვლავთა მატჩის მონაწილეების ვინაობა ცნობილია
Aa
Aa

ამომავალ ვარსკვლავთა მატჩის მონაწილეების ვინაობა ცნობილია

გამთენიისას ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ ამომავალ ვარსკლავთა შეხვედრის მონაწილეთა სია გამოაქვეყნა. ტრადიციულად მატჩში ერთმანეთს „მსოფლიოსა“ და „აშშ“-ის გუნდები დაუპირისპირდებიან.

ამ უკანასკნელის ღირსებას ლონზო ბოლი, კაილ კუზმა, ჯეისონ ტეიტუმი, დონოვან მიჩელი, ჯარეტ ალენი, მარვინ ბეგლი, დეაარონ ფოქსი, ჯარენ ჯექსონ ჯუნიორი, ტრეი იანგი და ჯონ კოლინსი დაიცავენ.

„მსოფლიოს“ გუნდის შემადგენლობა კი ასე გამოიყურება: ლუკა დონჩიჩი, ბენ სიმონსი, ო ჯი ანუნობო, დეანდრე ეიტონი, ბოგდან ბოგდანოვიჩი, შეი გილჯეს-ალექსანდერი, როდიონს კურუცსი, ლაური მარკანენი, ჯოშ ოკოგი და ჯედი ოსმანი.

აშშ-ის გუნდის საპატიო მწვრთნელი „ბოსტონ სელტიკსის“ გამთამაშებელი, კაირი ირვინგი იქნება, რაც შეეხება „მსოფლიოს“ გუნდს, მას ლეგენდარული დირკ ნოვიცკი უთავკაცებს.

ამომავალ ვარსკლავთა მატჩი 16 თებერვალს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები