NBA-ის მატჩების მიმოხილვა
ინდიანა - გოლდენ სტეიტი 100 - 132
გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 5 შეხვედრა გაიმართა. ყველაზე დიდ ინტერესს „ინდიანასა“ და „გოლდენ სტეიტის“ მატჩი იწვევდა, თუმცა „მეომრებმა“ შესანიშნავად იასპარეზეს და დამაჯერებელი გამარჯვება მიითვალეს.
„უორიორსს“ 26 ქულით სტეფ კარიმ ულიდერა. დემარკუს კაზინსმა გუნდს 22 ქულა შესძინა. კევინ დურანტი და კლეი ტომპსონი კი 16-16 ქულით გამოირჩნენ.
ვიკტორ ოლადიპოს გარეშე დარჩენილ „ინდიანას“ რიგებში16 ქულით საუკეთესო მაილს ტერნერი გახლდათ. ბოიან ბოგდანოვიჩმა აქტივში 15 ქულა ჩაიწერა, დარენ კოლისონი კი 13 ქულას დასჯერდა.
მემფისი - დენვერი 92 – 95
„მემფისისა“ და „დენვერის“ მატჩი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რატომ აქვს ბოლომდე ბრძოლას აზრი. „ნაგეთსი“ ერთ მომენტში 25 ქულით აგებდა, თუმცა არ დანებებულა და წარმატებასაც მიაღწია.
კოლორადოელებს 24 ქულით ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა. უილ ბარტონმა თავი 20 ქულას მოუყარა. მალიკ ბიზლიმ კი აქტივში 18 ქულა ჩაიწერა.
„მემფისის“ მხრიდან ტრადიციულად გასოლი-კონლის დუეტი გამოირჩა. ესპანელმა 28 ქულა დააგროვა, კონლის ანგარიშზე კი 23 ქულა გახლდათ. აღსანიშნავია, რომ 10 ქულიანი ნიშნული „დათვების“ რიგებში მოასპარეზე არცერთ სხვა კალათბურთელს გადაულახავს.
შარლოტი - ნიუ იორკი 101 – 92
ბოსტონი - ბრუკლინი 112 – 104
კლიპერსი - ატლანტა 118 – 123