Aa
Aa

დიდი ჯახი "ტიდი გარდენში": "გოლდენ სტეიტმა" "ბოსტონი" დაამარცხა

გამთენიისას NBA-ში 5 შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან ყველაზე დიდ ინტერესს "ტიდი გარდენში" "ბოსტონისა" და "გოლდენ სტეიტის" ჯახი იწვევდა.

შეხვედრა ისეთი გამოდგა როგორიც აფიშიდან ჩანდა - დაძაბული და მაღალი დონის.

ჯახი ოქროს შტატელებმა მოიგეს მოიგეს - 115:111. გუნდებმა 2-2 მეოთხედის მოგება მოახერხეს.

შეხვედრა ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება და წინ გაქცევა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა.

მატჩის ყველაზე გამორჩეული მოთამაშეები კევინ დურანტი და კაირი ირვინგი იყვნენ, რომლებმაც საუკეთესო შედეგი დადეს.

კეიდის მონაგარი 33 ქულა, 9 მოხსნა და 3 გადაცემა იყო. ირვინგის კი 32 ქულა, 10 გადაცემა და 6 მოხსნა.

სტივ კერის გუნდი პარკეტზე ოცნების ხუთეულით გამოვიდა - კარი, დურანტი, ტომპსონი, გრინი და კაზენსი.

"ოქროს ბიჭუნამ" ჯამში 24 ქულა ჩააგდო, ტომპსონმა კი 21.

15 ქულით, 8 მოხსნით, 3 გადაცემითა და 3 დაფარებით გამორჩა "ბუგიმენი".

ბოსტონელთა რიგებში ორმაგი დუბლი ჰქონდა ალ ჰორფორდს - 22 ქულა, 13 მოხსნა.

"გოლდენ სტეიტი" ამ გამარჯვების შემდეგ დასავლეთ კონფერენციას 35 მოგებითა და 14 მარცხით ლიდერობს.

"სელტიკსი" კი აღმოსავლეთში 30 მოგებითა და 19 მარცხით მეხუთეა.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

ნიუ ორლეანი - სან ანტონიო 114:126

მემფისი - ინდიანა 106:103

დენვერი - ფილადელფია 126:110

პორტლენდი - ატლანტა 120:111

ასევე იხილეთ - "ბუდუჩნოსტის" ქომაგები: "სექსი, ნარკოტიკი, ბითაძე გოგა!"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები