მესი:
Aa
Aa

მესი: "სანამ იმედი არსებობს, გთხოვთ არ შეწყვიტოთ სალას ძებნა"

უკვე მეოთხე დღეა რაც ემილიანო სალას თვითმფრინავის ძიება მიმდინარეობს, თუმცა უშედეგოდ. ამ ეტაპზე არანაირი დამაიმედებელი ინფორმაცია არ ვრცელდება.

როგორც ცნობილია, გერნსის პოლიციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ გაუჩინარებული თვითმფრინავის ძებნა „აქტიურად“ აღარ მიმდინარეობს.

28 წლის არგენტინელი ფეხბურთელის ძიების შეწყვეტით იმედგაცრუებული დარჩა ლეო მესი, რომელიც ხსენებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და პოლიციას ძებნის გაგრძელებისკენ მოუწოდა, ხოლო სალას ოჯახს თანადგომა გამოუცხადა.

"სანამ არსებობს შესაძლებლობები, იმედი, გთხოვთ არ შეწყვიტოთ ემილიანო სალას ძებნა.

მთელი ჩემი შესაძლებლობები თქვენი ოჯახისა და მეგობრების გვერდით არის - ვილოცოთ სალასთვის".

მესის მხარი აუბა "მანჩესტერ სიტის" ათიანმა სერხიო აგუერომაც:

"ჩვენ დანებება არ გვინდა, ჩვენ იმედის შენარჩუნება გვსურს. სწორედ ამიტომ მინდა, რომ სალას ძებნა არ შეწყვიტოთ.

თავიდანვე ჩემი ფიქრები სალასთან, მის ოჯახთან და მეგობრებთან იყო - ვილოცოთ სალასთვის".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები