Aa
Aa

"კარდიფის" პრეზიდენტი: "ჩვენ ფრენის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიგვიღია"

რამდენიმე დღეა "კარდიფ სიტი" მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია მოქცეული. როგორც მოგეხსენებათ ორშაბათს უელსური გუნდის მიერ ახლად შეძენილი ფეხბურთელი, ემილიანო სალა, საფრანგეთიდან კარდიფში მიემგზავრებოდა, როცა თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციები დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა წარუმატებლად. იმედი კვლავ რჩება, მაგრამ...

ოთხშაბათს მომხდარის შესახებ ჟურნალისტებთან "კარდიფ სიტის" პრეზიდენტმა, მეჰმეთ დალმანმა ისაუბრა. მისი თქმით გუნდმა სალას ფრენის ორგანიზება შესთავაზა, თუმცა ფეხბურთელმა უარი თქვა.

"კატეგორიულად ვაცხადებ, რომ თვითმფრინავს "კარდიფთან" საერთო არაფერი ჰქონია. ჩვენ ფრენის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიგვიღია. სიმართლის გარკვევას ჩვენც ვცდილობთ და პასუხები გვაინტერესებს".

"ფეხბურთელს რამდენჯერმე ვესაუბრეთ და ვკითხეთ სურდა თუ არა, რომ ფრენის ორგანიზება საკუთარ თავზე აგვეღო, რაზეც უარი მივიღეთ".

"ამ ეტაპზე ვერ გეტყვით ფრენის ორგანიზება ვინ ითავა, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ "კარდიფ სიტი" არაფერ შუაშია".

აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავის ჯავშანი მაკკეის ოჯახის სახელზეა რეგისტრირებული. "ნანტის" მხრიდან მოლაპარაკებებში მარკ მაკკეი გახლდათ ჩართული. ბრიტანული გამოცემების ცნობით იგი საფეხბურთო აგენტია.

ასევე იხილეთ - გაუჩინარებული ფეხბურთელის უკანასკნელი სიტყვები...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები