NBA-ის გასული ტურის მატჩების მიმოხილვა
იუტა - პორტლენდი 104 – 109
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგი დღე საკმაოდ საინტერესო შეხვედრებით გამოირჩა. დასავლეთ კონფერენციის საპლეიოფოს საგზურისთვის მებრძოლი „იუტა“ და „პორტლენდი“ ერთმანეთს სოლტ ლეიკში დაუპირისპირდნენ.
მატჩი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და "ტრეილ ბლეიზერსის" გამარჯვებით დასრულდა. „პორტლენდს“ 26 ქულით დემიენ ლილარდმა ულიდერა. იუსუფ ნურკიჩმა 22 ქულა მიითვალა. სი ჯეი მაკკოლუმმა კი თავი 14 ქულას მოუყარა.
„იუტას“ რიგებში საუკეთესო დონოვან მიჩელი გახლდათ, რომელმაც აქტივში 36 ქულა ჩაიწერა. ჯაე კრაუდერმა გუნდს 15 ქულა შესძინა. დერიკ ფეივორსი და რიკი რუბიო კი 12-12 ქულით გამოირჩნენ.
ფილადელფია - ჰიუსტონი 121 – 93
„ფილადელფია სევენთი სიქსერსმა“ საკუთარ მოედანზე ჯეიმს ჰარდენის „ჰიუსტონი“ მიწასთან გაასწორა. ტეხასელები უშანსოდ დამარცხდნენ და სტუმრად ზედიზედ მესამე მარცხი იწვნიეს.
„ფილას“ 32 ქულითა და 14 მოხსნით ჯოელ ემბიიდმა ულიდერა. ჯეი ჯეი რედიკმა აქტივში 16 ქულა ჩაიწერა, ლენდრი შამე კი 18 ქულით გამოირჩა.
„ჰიუსტონის“ რიგებში 37 ქულით ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა. ჯერალდ გრინმა გუნდს 18 ქულა შესძინა, კენეთ ფარიდი კი 13 ქულას დასჯერდა.
სხვა მატჩების შედეგები
ლეიკერსი - გოლდენ სტეიტი 111 - 130
ბოსტონი - მაიამი 107 - 99
მემფისი - ნიუ ორლეანი 85 - 105
ბრუკლინი - საკრამენტო 123 - 94
ატლანტა - ორლანდო 103 - 122
ვაშინგტონი - დეტროიტი 101 - 87
მილუოკი - დალასი 116 - 106
კლივლენდი - ჩიკაგო 88 - 104
ნიუ იორკი - ოკლაჰომა 109 - 127