ბოატენგი: "ბარსა", მე მოვდივარ! მზად ვარ განმეორებით "კლასიკოში" "რეალს" გავუტანო"
როგორც ცნობილია "ბარსამ" "სასუოლოსთან" შეთანხმებას მიაღწია და 31 წლის განელი შემტევი კევინ-პრინც ბოატენგი გადმოიბირა.
ბოატენგი "კამპ ნოუზე" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს და "ბლაუგრანა" იტალიურ კლუბს 2 მილიონ ევროს გადაუხდის. სეზონის ბოლოს კი მისი 8 მილიონად გამოსყიდვა შეეძლება.
ბოატენგმა ტრანსფერის შესახებ პირველი კომენტარი უკვე გააკეთა და ქომაგების გულიც მოიგო.

"ბარსა მე მოვდივარ! ეს დიდებული შესაძლებლობაა. გთხოვთ რეალის შესახებ არ მკითხოთ.
ბარსელონაზე ვარ ფოკუსირებული და მზად ვარ მადრიდში განმეორებით კლასიკოში რეალს გავუტანო.
ცოტათი მოწყენილი ვარ, რადგან სასუოლოს ამ შესანიშნავ გუნდს ვტოვებ. მადლობა მწვრთნელსა და მთელს გუნს ნდობისთვისა და მოცემული დროისთვის.
ცხოვრებაში ასეთი შანსი პირველად მომეცა და ახლა ბარსელონაში მივდივარ, გუნდში რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა".

