ზამთრის თასი დაიწყო
Aa
Aa

ზამთრის თასი დაიწყო

13 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასი 2019-ის ფარგლებში ლეგენდების ტურნირი გაიმართება. ზამთრის თასის მოსაპოვებლად საქართველოს, ფიფას, უეფას, თურქეთის, უკრაინისა და ესპანეთის ვეტერან ფეხბურთელთა გუნდები იბრძოლებენ.

ტრადიციად ქცეულ, დარბაზის ფეხბურთის ტურნირში მონაწილეობას პირველად მიიღებს ფიფას გუნდი, რომლის რიგებში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები იასპარეზებენ.

ზამთრის თასის ფარგლებში ლეგენდების ტურნირი მიმდინარე წელს მესამედ გაიმართება, გასული ორი გათამაშების გამარჯვებული საქართველოს გუნდი გახდა. ტურნირის ყველა მატჩზე დასწრება სრულიად უფასოა და თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მოსულ გულშემატკივარს ორგანიზატორების მხრიდან რამდენიმე სიურპირზი ელით. 

 

ასევე ცნობილი გახდა თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას "ზამთრის თასზე"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები