მჭედლიძემ შესაძლოა ''ემპოლი'' დატოვოს
Aa
Aa

მჭედლიძემ შესაძლოა ''ემპოლი'' დატოვოს

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ შესაძლოა ''ემპოლი'' დატოვოს.  28 წლის ფორვარდი СrystalSport-ს ესაუბრა. 

მჭედლიძემ ''ლეჩეში'' ტრანსფერი გამორიცხა. მისი თქმით აღნიშნული კლუბიდან დაინტერესება არ ყოფილა.

ლევან მჭედლიძე: ''გამორიცხული არაფერია, შესაძლოა ''ემპოლი'' დავტოვო. სერია ა-ს რამდენიმე გუნდის მხრიდან დაინტერესება რეალურია, თუმცა ამ ეტაზე დაინტერესებულ კლუბებზე საუბარი არ შემიძლია. რაც შეეხება ''ლეჩეში'' შესაძლო ტრანსფერს, აღნიშნული კლუბის მხრიდან წინადადება ნამდვილად არ მიმიღია, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.''

ქართველი ფეხბურთელი იტალიაში დღეს, 10 იანვარს ჩაფრინდა. ''ემპოლის'' რამდენიმე ფეხბურთელს თანაგუნდელებთან შედარებით ხანგრძლივი შვებულება ჰქონდათ. მათ შორის იყო ლევან მჭედლიძე: ''ვინც შეკრებაზე გვიან გამოვცხადდით, ორი დღე ინდივიდუალური პროგრამით ვივარჯიშებთ, შემდეგ კი გუნდს შევუერთდებით.''

მიმდინარე სეზონში ლევან მჭედლიძემ ''ემპოლის'' მაისურით 6 მატჩი ჩაატარა ( 5 შეხვედრა - იტალიის სერია ა, 1 მატჩი - იტალიის თასი).

მიმდინარე სეზონში მჭედლიძემ თავი ყველაზე კარგად ''მილანთან'' შეხვედრაში წარმოაჩინა. სერია ა-ს მე-6 ტურში ''ემპოლიმ'' ''კარლო კასტელანიზე'' ჯენარო გატუზოს გაწვრთნილ ''მილანს'' უმასპინძლა. საფეხბურთო დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. 

მეორე ტაიმში თამაშში 28 წლის ლევან მჭედლიძე ჩართო, რომელიც ქულის მოპოვებაში მასპინძლებს მნიშვნელოვნად დაეხმარა. ქართველმა თავდამსხმელმა პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ფრანჩესკო კაპუტომ ზუსტად შეასრულა და ანგარიში გათანაბრდა - 1:1.

წარმატებული დაბრუნება - მჭედლიძემ ''მილანთან'' პენალტი გამოიმუშავა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები