სანაიამ ''შევარდენი'' დატოვა
Aa
Aa

სანაიამ ''შევარდენი'' დატოვა

საფეხბურთო კლუბი ''შევარდენი'' მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ ერთწლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

სანაიამ ''შევარდენის'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2018 წლის საფეხბურთო სეზონში იმუშავა. როგორც კლუბის პრესსამსახური იუწყება, სანაიამ დასახული ამოცანა შეასრულა და გუნდმა ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა.

ეროვნული ლიგა 2-ის 2018 წლის სეზონში ''შევარდენი'' მე-6 ადგილზე გავიდა.

სანაიას მსგავსად კლუბს მისი ასისტენტი გიგა გვიჩიაც დაემშვიდობა.

ფოტო: ''შევარდენის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები