''გენტის'' მთავარმა მწვრთნელმა ქართველი ტალანტი დაასვენა
Aa
Aa

''გენტის'' მთავარმა მწვრთნელმა ქართველი ტალანტი დაასვენა

ბელგიურმა ''გენტმა'' წლის ბოლო საშინაო მატჩი გამარჯვებით დაასრულა. ''გენტმა'' ''გელამკო არენაზე''  კონკურენტი ''სერკლ ბრიუგე'' 4:1 გაანადგურა. გამარჯვებულთა 18-კაციან განაცხადში გიორგი ჩაკვეტაძე არ იმყოფებოდა. crystalsport-ის ინფორმაციით მთავარმა მწვრთნელმა იეს ტორუპმა თასის შეხვედრაში მიღებული მცირე ტრავმის გამო 19 წლის ქართველი ტალანტის დასვენება გადაწყვიტა.

ამ გამარჯვებით ''გენტი'' 31 ქულით მე-5 ადგილზეა, თუმცა მასთან ახლოს მყოფ გუნდებს მიმდინარე ტურში ჯერ არ უთამაშიათ.

მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ ყველა ტურნირის ჩათვლით ''გენტის'' მაისურით 26 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

''გენტი'' შემდეგ მატჩს 26 დეკემბერს ჩემპიონატის ლიდერ ''გენკთან'' სტუმრად ჩაატარებს. ეს იქნება ჩაკვეტაძის გუნდის ბოლო მატჩი 2018 წელს.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძის „გენტმა“ ბელგიის თასის მეოთხედფინალში „სენტ ტრუიდენი“ სტუმრად 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ახალგაზრდა ქართველმა შემტევმა 61-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:0 იყო საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები