ორი სამმაგი დუბლი! ლებრონისა და ლონზოს ისტორიული შედეგი!
გამთენიისას NBA-ს მორიგი დღის შეხვედრები გაიმართა. ლებრონ ჯეიმსის "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "შარლოტ ჰორნეტსს" სტუმრად 128:100 მოუგო.
ხსენებული შეხვედრა ისტორიული გამოდგა. ლებრონ ჯეიმსმა და ლონზო ბოლმა სამმაგი დუბლები შეასრულეს. "მეფის" ანგარიშზე 24 ქულა, 12 მოხსნა და 11 გადაცემა იყო. ლონზოს მონაგარი 16 ქულა, 10 მოხსნა და 10 გადაცემა.
2007 წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ერთი გუნდის ორი მოთამაშე ერთ შეხვედრაში სამმაგ დუბლს ასრულებს.
ლებრონის და ლონზოს სამმაგი დუბლები
ცნობისთვის, 2007 წელს ეს "ნიუ ჯერსის" შემადგენლობაში ჯეისონ კიდმა და ვინს კარტერმა მოახერხეს.
აღსანიშნავია, რომ NBA-ს ისტორიაში ასეთი შემთხვევა სულ 6-ჯერ არის დაფიქსირებული.
კონკრეტულად "ლეიკერსის" რიგებში ასეთი რამ 1982 წელს მეჯიქ ჯონსონმა და კარიმ აბდულ ჯაბარმა მოახერხეს.
Lonzo Ball & LeBron James become the first @Lakers teammates to record triple-doubles in the same game since Kareem Abdul-Jabbar and Magic Johnson! #SAPStatLineOfTheNight pic.twitter.com/7SGPjlOtDl
— NBA.com/Stats (@nbastats) December 16, 2018
ლებრონი და კომპანია ამ გამარჯვების შემდეგ დასავლეთ კონფერენციაში 18 მოგებითა და 11 მარცხით მე-4 პოზიციაზე იმყოფება.