ბერიძემ სეზონის პირველი ნახევარი გოლით დაასრულა
Aa
Aa

ბერიძემ სეზონის პირველი ნახევარი გოლით დაასრულა

უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ''უიპეშტის'' ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ბერიძემ მორიგი გოლი გაიტანა. მე-18 ტურში ''ჰონვედისა'' და ''უიპეშტის'' შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.  21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გოლი 47-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 1:1 გახდა.

 

ფეხბურთელმა, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული, უნგრულ კლუბში მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა (უნგრეთის ჩემპიონატი: 15 მატჩი, 4 გოლი, 3 საგოლე პასი. უნგრეთის თასი: 2 მატჩი, 1 საგოლე გადაცემა).

''გენტის'' საკუთრებაში მყოფმა ფეხბურთელმა, რომელიც უნგრულ კლუბში იჯარის წესით თამაშობს, უკანასკნელ 4 ტურში 2 გოლი შეაგდო.

გიორგი ბერიძემ ''ჰონვედთან'' სასტარტოში ითამაშა და 89-ე წუთზე შეცვალეს.12-გუნდიან ჩემპიონატში ''უიპეშტი'' 28 ქულით მე-5 ადგილზეა და მეორეადგილოსან ''ვიდის'' მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

''უიპეშტისთვის'' სეზონის პირველი ნახევარი დასრულდა. ბერიძის გუნდი შემდეგ მატჩს 2019 წლის პირველ თებერვალს სტუმრად ''დებრეცენთან'' ჩაატარებს.

ფოტო: ujpestfc.hu

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები