არაბულმა მორიგი გოლით გუნდი მარცხისგან იხსნა
Aa
Aa

არაბულმა მორიგი გოლით გუნდი მარცხისგან იხსნა

უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-17 ტურში ''პუშკაშ აკადემიამ'' ''პაკშს'' უმასპინძლა. პირველი ტაიმი სტუმრებმა 0:1 მოიგეს. 73-ე წუთზე ''პაკში'' რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა. მეოთხე დამატებულ წუთზე მასპინძელთა ქართველმა ფორვარდმა ბაჩანა არაბულმა ანგარიში გაათანაბრა და ''პუშკაშ აკადემია'' მარცხისგან იხსნა.

 

არაბული სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. მთავარმა მსაჯმა 73-ე წუთზე არაბულს ყვითელი ბარათი უჩვენა.

12-გუნდიან ლიგაში არაბულის გუნდი 18 ქულით მე-9 ადგილზეა.

24 წლის ქართველმა ფორვარდმა უნგრეთის ჩემპიონატის უკანასკნელლ 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა უნგრეთის ჩემპიონატის 14 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფოტო: pfla.hu

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები