Aa
Aa

მერებაშვილის დუბლი და ბრწყინვალე გოლი დამატებულ წუთზე

პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ექსტრაკლასას მე-18 ტურში პლოცკის ''ვისლა'' ''კორონას'' ესტუმრა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ''ვისლას'' მაისურით ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმა დუბლი შეასრულა. მან მე-17 წუთზე ეფექტური თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე ''ვისლა'' მარცხისგან იხსნა და ბრწყინვალე გოლით თავის გუნდს 1 ქულა მოუპოვა.

32 წლის ფეხბურთელმა საკლუბო და სანაკრებო ტურნირების ჩათვლით უკანასკნელ 7 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში პოლონეთის ჩემპიონატის 16 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

2013 წლის 10 აპრილის შემდეგ მერებაშვილმა დუბლი პირველად შეასრულა. 2013 წლის 10 აპრილს თბილისის ''დინამოს'' მაისურით საქართველოს თასზე ლანჩხუთის ''გურიას'' 2 გოლი 4-წუთიან მონაკვეთში გაუტანა.

''კორონას'' სამატჩო განაცხადში ქართველი ფორვარდი ვატო არველაძე არ იმყოფებოდა.

16-გუნდიან ჩემპიონატში ''კორონა'' 29 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო მერებაშვილის გუნდი 19 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.

პოლონეთის ჩემპიონატში ''პოგონმა'' შინ სასნოვეცის ''ზაგლემბე'' 1:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა მაისურით ტრავმის გამო ლაშა დვალს არ უთამაშია. მან crystalsport-თან საუბარში აღნიშნა, რომ მოედანს შემდეგ ტურში დაუბრუნდება.

16-გუნდიან ჩემპიონატში ''პოგონი'' 28 ქულით მე-6 ადგილზეა და საუკეთესო სამეულს' მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები