ანანიძემ ნდობა გაამართლა - საგოლე გადაცემა რუსეთის პრემიერლიგაში
Aa
Aa

ანანიძემ ნდობა გაამართლა - საგოლე გადაცემა რუსეთის პრემიერლიგაში

რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში ''ანჟი'' შინ მოსკოვის ''სპარტაკთან'' 0:3 დამარცხდა. გამარჯვებულთა შემადგენლობაში ქართველმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ ითამაშა. ''სპარტაკის'' მთავარმა მწვრთნელმა ანანიძე 70-ე წუთზე ჩართო თამაშში. 26 წლის ნახევარმცველმა 84-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა და ზე ლუიშმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

მიმდინარე სეზონში ანანიძემ რუსეთის პრემიერლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა. საერთო ჯამში კი ანანიძემ მიმდინარე სეზონში მხოლოდ მესამედ ითამაშა, ერთხელ რუსეთის თასზე და ერთხელ ერთა ლიგაზე ანდორასთან.

აღსანიშნავია, რომ 54-ე წუთზე ''ანჟი'' რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა, როცა ანგარიში 0:1 იყო.

 

 

რუსეთის პრემიერლიგაში მოსკოვის ''ლოკომოტივმა'' შინ ''ორენბურგი'' 2:1 დაამარცხა. გამარჯვებულთა მაისურით სოლომონ კვერკველიამ 90 წუთი ითამაშა. მე-8 წუთზე ''ორენბურგმა'' გახსნა ანგარიში. ამ ეპიზოდში ქართველი მცველი შეცდა და გოლის ავტორმა დესპოტოვიჩმა დაასწრო.

''ლოკომოტივი'' და ''სპარტაკი'' 28-28 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ.

ფოტო: spartak.com, fclm.ru

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები