მაურიციო სარი:
Aa
Aa

მაურიციო სარი: "ახლა ყველაფერი ედენ აზარზეა დამოკიდებული"

ედენ აზარის ლონდონურ მომავალთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს. 27 წლის ფეხბურთელის გადმობირებით "მადრიდის რეალია" დაინტერესებული. "სამეფო კლუბის" მაისურის მორგება ბელგიელ შემტევსაც სურს, თუმცა "არისტოკრატების" გეგმებში მისი გაშვება ნამდვილად არ შედის.

აზარს "ჩელსისთან" კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს, მიუხედავად ამისა ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები დიდი ხანია დაწყებულია. ბრიტანული გამოცემების ცნობით ბელგიელს გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება სურს, რაზეც ლონდონელები უარს აცხადებდნენ.

აზართან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ ჟურნალისტებთან ამჯერად "ლურჯების" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, ისაუბრა.

"დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ კლუბის წარმომადგენლებსა და ედენის აგენტებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. თუ რაიმე სიახლე იქნება მაშინვე შემატყობინებენ".

"აზარი განსაკუთრებული ფეხბურთელია და მისი გაშვება არ მინდა, მაგრამ თუ ედენს წასვლა სურს, ძალით ვერავინ დააკავებს".

"ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ კლუბი ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად დიდი ხანია მზადაა და ახლა ჯერი ბელგიელზეა. მან უნდა გადაწყვიტოს სურს თუ არა ხელშეკრულების გახანგრძლივება".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები