საქართველომ უნგრეთი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა
Aa
Aa

საქართველომ უნგრეთი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების პროცესში უნგრეთის წინააღმდეგ პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

ქართველთა მხრიდან თითო გოლი ირაკლი თოდუასა და თალესის ანგარიშზეა, ერთი ბურთი კი, საკუთარ კარში ჯოზეფ ტატაიმ ჩაჭრა.

საქართველოსა და უნგრეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის მეორე ამხანაგური მატჩი 5 დეკემბერს 19:30 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები