კაშიას სახელობის ირმების პარკი - ''განსაკუთრებული საჩუქარი განსაკუთრებულ პერსონას''
Aa
Aa

კაშიას სახელობის ირმების პარკი - ''განსაკუთრებული საჩუქარი განსაკუთრებულ პერსონას''

ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბის, არნემის ''ვიტესის'' ლეგენდარული კაპიტნის გურამ კაშიას სახელი არნემში მდებარე  ირმების პარკს ეწოდა. ინფორმაცია ჰოლანდიურმა მედიამ გაავრცელა.

''ვიტესის'' ქომაგთა ასოციაციის დირექტორმა პაულ კოსტერმა განაცხადა: ''განსაკუთრებულმა პერსონამ განსაკუთრებული საჩუქარი დაიმსახურა.''

ვიდეოკადრში გურამ კაშია მცირე კომენტარს აკეთებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა აღნიშნა, რომ ფაქტი მისთვის განსაკუთრებულია და დიდ მნიშვნელობას ატარებს.

''მასზე იზრუნებთ ხომ ? '' - მიმართა კაშიამ ერთ-ერთ პირს, რომელიც სავარაუდოდ პარკის ერთ-ერთი თანამშრომელია, ქართველი ფეხბურთელი კი ირმებზე ზრუნვას გულისხმობდა.

 

გურამ კაშია „ვიტესის“ რიგებში 2010 წელს თბილისის „დინამოდან“ გადავიდა. არნემულმა კლუბმა 2016-17 წლების სეზონში 125-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველი ტიტული მოიგო და ჰოლანდიის თასი მისმა ქართველმა კაპიტანმა აღმართა.

გასულ სეზონში გურამ კაშიამ თეო იანსენის 242-მატჩიანი რეკორდი დაამხო. კაშია ''ვიტესის'' ისტორიაში ჰოლანდიის ერედივიზიაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია. რეკორდი ქართველმა კაპიტანმა მიმდინარე წლის 18 აპრილს ''ალკმაართან'' შეხვედრაში დაამყარა, როცა არნემული გუნდისთვის ჰოლანდიის ჩემპიონატში 243-ე შეხვედრა ჩაატარა.

გასულ ზაფხულში კაშია ჰოლანდიური კლუბიდან ''სან ხოსეში'' გადავიდა.

შეგახსენებთ, ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-14 ტურში ''ვიტესისა'' და ''ემენის'' მატჩის დაწყებამდე კაშია კლუბის ქომაგებს ოფიციალურად დაემშვიდობება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები