დავიდ ვილა
Aa
Aa

დავიდ ვილა "ვისელ კობეში" ინიესტას შეუერთდება

ვეტერანი თავდამსხმელი, დავიდ ვილა, კარიერას "ვისელ კობეში" გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის შემტევი ბოლოს "ნიუ იორკ სიტიში" თამაშობდა. 2018 წლის სეზონის დასრულების შემდეგ მას ამერიკულ გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა და ვილამ ახალი ხელშეკრულების გაფორმება არ ისურვა.

2010-ის მუნდიალის გამარჯვებულმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნო და განაცხადა: "საფეხბურთო კარიერის მანძილზე ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე. სპორტსმენისთვის ყველაზე რთული მოედნის მიღმა გაკეთებული არჩევანია და ახლა სწორედ ასეთ სიტუაციაში ვიმყოფები".

"კარიერის განმავლობაში საკუთარ სხეულს, გარშემომყოფებს და რაც მთავარია, ჩემს ინსტიქტებს მუდამ ვუსმენდი".

"ჩემი ახალი კლუბი "ვისელ კობე" იქნება და გამოწვევებთან გამკლავებას მოუთმენლად ველი".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები