Der Spiegel-მა რონალდუს და მაიორგას საქმეზე სენსაციური დოკუმენტები გამოაქვეყნა
Aa
Aa

Der Spiegel-მა რონალდუს და მაიორგას საქმეზე სენსაციური დოკუმენტები გამოაქვეყნა

Der Spiegel-მა, კრიშტიანუ რონალდუს საქმესთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტები გამოაქვეყნა. როგორც გერმანული გამოცემა იუწყება მან ხელთ პორტუგალიელი ფეხბურთელს და მის ადვოკატებს შორის შემდგარი საუბრის ოქმი ჩაიგდო. ეს უკანასკნელი 2009 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტისგან რადიკალურად განსხვავდება.

დიალოგში, რომელიც გერმანული გამოცემის თქმით 2009 წლის აგვისტოთი თარიღდება, რონალდუ მისტერ X-ით, ხოლო მაიორგა მისის C-ით მოიხსენიება.

ადვოკატმა ფეხბურთელს ასეთი კითხვა დაუსვა: "თავდაპირველად რა გითხრა მან და რა უთხარი შენ"?

რონალდუ: "მან აღნიშნა, რომ ერთმანეთს ახლახანს შევხვდით და ჩვენს შორის ინტიმური კავშირი მისთვის მიუღებელი იყო, თუმცა ამის პარალელურად ჩემს სასქესო ორგანოს ჩასჭიდა ხელი".

პირველი ფიზიკური კონტაქტის შესახებ დასმულ კითხვაზე კრიშტიანუმ განაცხადა: "მე მასთან ინტიმური კავშირი უკნიდან დავამყარე და დაახლოებით 5-7 წუთი პოზა არ შეგვიცვლია. ის ამბობდა რომ სექსუალური აქტი არ სურდა, მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწევია. იგი იმეორებდა რომ ჩემთან დაწოლა არ უნდოდა და სხვებს არ ჰგავდა. მე კი აქტის დასრულების შემდეგ ბოდიში მოვუხადე".

კითხვაზე გამოუთქვამს თუ არა პრეტენზია მაიორგას სექსუალური კავშირისას, ან უყვირია თუ არა და მოუთხოვია დახმარება რონალდუმ ასეთი პასუხი გასცა: "მან "არა" და "შეჩერდი" რამდენჯერმე თქვა".

ბოლო კითხვა ინტიმური კავშირის დასრულების შემდეგ წარმოქმნილ სიტუაციას ეხებოდა, რაზეც კრიშტიანუმ განაცხადა: "მან ასეთი სიტყვებით მომმართა: "შე ნაბი**არო! ეს ყველაფერი მაიძულე! შე იდიოტო! მე სხვებს არ ვგავარ"! მე კი ვუთხარი: "ძალიან ვწუხვარ".

როგორც აღვნიშნეთ რონალდუსა და მის ადვოკატს შორის საუბარი 2009 წლის აგვისტოშო შედგა, თუმცა ალტერნატიულ ვერსიაში, რომელიც პორტუგალიელის იურისტებმა ამავე წლის დეკემბერში გამოაქვეყნეს ყველაფერი სხვანაირადაა წარმოჩენილი.

"მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს! არც ხმისთვის აუწევია და არც დახმარების მოთხოვნის სურვილი გასჩენია".

დეკემბერში გამოქვეყნებულ დოკუმენტში რონალდუს ბოდიშზე არაფერია ნათქვამი. მაიორგას მიერ გაწეულ წინააღმდეგობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია!

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რომ "თავდაპირველი საუბრის" შესახებ დასმულ კითხვაზე პორტუგალიელის პასუხი ასეთი გახლდათ: "მან ხელი ჩემს სასქესო ორგანოს ჩასჭიდა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები